kusadasi

 

ზაფხულია, ცხელა, ცხელა

ბუღი ასდის ქალაქს…

   მე მანამდე მოვასწარი დასვენება, სანამ ძალიან დაცხებოდა და მართლაც, ბუღი აუვიდოდა ჩვენს ქალაქს. დასვენების ადგილის შერჩევამდე მთელი რიგი კვლევები ჩავატარე, გამოვკითხე ყველა მეგობარი, რომელიც მანამდე ნამყოფი იყო თურქეთის სხვადასხვა კურორტზე და საბოლოოდ დასკვნა კუშადასის სასარგებლოდ გავაკეთე. ეს რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

  1. აქ ზღვა და მთა ერწყმის ერთმანეთს, შესაბამისად ჰაერი და კლიმატი არის შეუდარებელი, ბავშვიანი ოჯახებისთვის პირდაპირ მისწრებაა;
  2. ისევ და ისევ მთიანი რელიეფის გამო, მუდმივად ქრის მსუბუქი ბრიზი, შესაბამისად აუტანელ სიცხეშიც კი ჰაერის ტემპერატურა ძალიან არ შეგაწუხებთ; cover
  3. კუშადასის ირგვლივ რამოდენიმე ასეული მეტრის დაშორებით არ არის განლაგებული არც ერთი საწარმო და ქარხანა, ქალაქშიც არაა დიდი სატრანსპორტო მოძრაობა, შესაბამისად ჰაერი ძალიან სუფთაა, ამის დადასტურებას წარმოადგენს უამრავი ყარყატი, რომლებიც იქ ბინადრობს (ცნობილია, რომ ეს ფრინველები მხოლოდ სუფთა ჰაერზე ჩერდებიან. ალბათ, ამიტომაც კუშადასს „ჩიტების კუნძულსაც“ უწოდებენ);
  4. ქართული საზღვაო კურორტებისგან განსხვაებით, სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჰაერის ტენიანობის დაბალი დონე. სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემზე ნესტი ძალიან ცუდად მოქმედებს და შეგუება მიჭირს, ამიტომ ძალიან გამიხარდა როცა კუშადასში საერთოდ ვერ ვიგრძენი ოდნავი სინესტეც კი.
  5. ზღვა არის საოცრად სუთა და კამკამა, როგორც გიდებმა აგვიხსნეს, მსოფლიოში ეს ადგილი მესამეა თავისი სუფთა და გამჭვირვალე ზღვით. sgva
  6. ვინაიდან ქალაქი მდებარეობს თურქეთის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში საბერძნეთთან ძალიან ახლოს, შესაბამისად, საკმაოდ იგრძნობა ევროპული კულტურის გავლენა, ქალაქის არქიტექტურა თითქმის მთლიანად ბერძნულ სტილშია გადაწყვეტილი, სასტუმროებში მომსახურე პერსონალის უდიდესი ნაწილი ევროპულ ენებზე საუბრობს, რუსული ძალიან იშვიათობაა, შესაბამისად, კურორტზე რუსი ტურისტების ნაკლებობა იგრძნობა, რაც კიდევ ერთი კომფორტია 🙂 ძირითად დამსვენებლებს ევროპელები წარმოადგენენ.

გაგიზიარებთ რამოდენიმე რჩევას სასტუმროს არჩევასთან დაკავშირებით:

  1. უშუალოდ თურქეთში დასვენებისას ყოველთვის ჯობია ტურისტულით დაჯავნოთ სასტუმრო, ვიდრე დამოუკიდებლად booking.com–იდან, რადგან ასე გაცილებით იაფი დაგიჯდებათ;
  2. აუციელბლად წაიკითხეთ შერჩეულ სასტუმროზე მომხარებელთა გამოხმაურებები (ე.წ.review/feedback) ის მოგაწვდით მნიშვნელოვან ცნობებს სასტურმოს შესახებ;
  3. აარჩიეთ ისეთი სასტუმრო, სადაც იქნება უფასო WIFI, სასმელი წყალი და პირსახოცები პლაჟისთვის, შესაძლოა, ეს რჩევა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დაგჭირდებათ დიდი რაოდენობით სასმელი წყალი ( ერთი პატარა ბოთლის ღირებულება 1$), WIFI ( 1 საათი 3 ევრო), ამით საკმაო რაოდენობის თანხას დაზოგავთ. ჯობია სასტუმროში გადაიხადოთ ოდნავ მეტი და შემდეგ ისიამოვნოთ ყველანაირი კომფორტით უსასყიდლოდ 🙂
  4. არ დატოვოთ ნომერში ხურდა/წვრილი ფული უყურადღებოდ,  ვინაიდან დამლაგებლები თვლიან, რომ ეს მათი თანხაა და უკითხავად აიღებენ ( ევროპის სასტუმროებში მსგავსი რამ არ ხდება), ასევე, თუ დამლაგებელს აჩუქებთ რამოდენიმე დოლარს ზედმეტად, ის მთელი დასვენების მანძილზე თან გადაგყვებათ 🙂
  5. ნომრის დატოვებისას ყოველთვის დააკვირდით, რომ გარედან დატოვოთ შესაბამისი ნიშნული „გთხოვთ დაალაგეთ ოთახი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნომერი არ დასუფთავდება;
  6. სასტუმროს ტერიტორიაზე ძვირი ღირს ყველანაირი სუვენირი, ამიტომ ჯობია ადგილობრივ გიდებს კითხოთ ადგილები, სადაც შეძლებთ მსგავსი ნივთების შეძენას;
  7. P.S. და ყველაზე მნიშვნელოვანი: სატრანსფერო კომპანიები აუცილებლად შემოგთავაზებენ უფასო ტურს ქალაქის დასათვალიერებლად 🙂 ჩემი რჩევაა არ დათანხმდეთ და დასვენებისთვის გამოყოფილი თქვენი ძვირფასი დრო ამ სისულელეში არ დახარჯოთ. ჯერ ერთი, ქალაქის დათვალიერება შემოიფარგლება მხოლოდ ქალაქის ხედის ნახვით, არ გაჩვენებენ სელჩუკების ციხეს, რომელიც იდეაში წარმოადგენს ძირითად ღირშესანიშნაობას, შემდეგ წაგიყვანენ ქალაქთან ახლოს მდებარე რამოდენიმე უძვირეს მაღაზიაში: საიუველირო, ტყავის, ტექსტილის და ა.შ. სადაც ფასები მინუმუმ 400$ იწყება 🙂 გატარებენ ნახევარი დღე ასე უაზროდ და ბოლოს დაგტოვებენ სასტუმროში. მე ძალიან ვინანე, რომ ამ უაზრო ტურში წავედი.
  8. სამაგიეროდ აუცილებლად უნდა მოინახულოთ უძველესი ანტიკური ქალაქი ეფესი და წმინდა ადგილი მთაზე, სადაც თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა და აღესრულა ღვთისმშობელი მარიამი. კუშადასიდან 20-25 წუთის სავალზეა, ტურის ფასი დაახლოებით 70-80$. გირჩევთ თანხები არ დაინანოთ ამ ღირშესანიშნაობების სანახავად. კუშადასთან საკმაოდ ახლოსაა პამუკალეც, (დაახლოებით 2სთ), ჩვენ ვერ წავედით ბავშვის გამო, თქვენ თუ მოახერხებთ აუცილებლად მოინახულეთ, წაგებული არ დარჩებით 🙂
    • ეფესის უძველესი ბიბლიოთეკა

      ეფესის უძველესი ბიბლიოთეკა

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევრად მრგვალი ამფითეატრი (იტევს 20-25 ათასს ადამიანს) და საზღვაო პორტისგენ მიმავალი მთავარი ქუჩა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევრად მრგვალი ამფითეატრი (იტევს 20-25 ათასს ადამიანს) და საზღვაო პორტისკენ მიმავალი მთავარი ქუჩა. ამფითეატრის გვერდზევეა აღმოჩენილი გლადიატორების სასაფლაო 😦

გასასვლელი სვეტებს შორის. ლეგენდის თანახმად, აქ გავლისას ორივე ხელი უნდა შეახო სვეტებს და ჰერკულესის ძალა გადმოგეცემა :)

გასასვლელი სვეტებს შორის. ლეგენდის თანახმად, აქ გავლისას ორივე ხელი უნდა შეახო სვეტებს და ჰერკულესის ძალა გადმოგეცემა 🙂

me & nutsa :)

me & nutsa 🙂

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ტურისტულ სააგენტოზეც. ბევრი ვარჩიე, ფორუმებზე ვიქექიალე, google-დავსერჩე, მივწერე დაახლოებით 12 მდე სააგენტოს და ბოლოს არჩევანი შევაჩერე Mak Tours–ზე და არც ვინანე. სააგენტო online-ზე იყო თითქმის მთელი დღე სამუშაო საათების მიუხედავად, პასუხობდნენ ჩემს ნებისმიერ კითხვას, რამოდენიმე დღის განმავლობაში დაუწუწუნებლად ეძებდნენ ჩემთვის სხვადასხვა სასტუმროებს, მთავაზობდნენ ყველანაირ შესაძლო ვარიანტს, არ დაღლილან ჩემი მოთხოვნებისგან და ცდილობდნენ მაქსიმალურად მორგებდნენ ჩემს პირობებს, online მომიგვარეს ყველა ტექნიკური დეტალი, ისე რომ მათ ოფისში მისვლა საერთოდ არ დამჭირვებია, მხოლოდ ბოლოს ვესტუმრე უკვე გამზადებული საგზურების წამოსაღებად, დასვენების მთელი პერიოდის მანძილზე კავშირზე იყვენენ და ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შემთვევაშივე მზად იყვნენ დამხმარებოდნენ. და რაც მთავარია, ასეთი შესანიშნავი მომსახურება მივიღე საქართველოს ბაზარზე ყველაზე იაფად, რადგან ამ სააგენტოს მიერ შემოთავაზებული ფასი ყველა სხვა ტურისტულზე იაფი იყო ( ერთიდაიგივე სასტუმროს პირობებში).

ასე რომ მე სრული პასუხისმგებლობით გირჩევთ მიმართოთ Mak Tours 🙂

ეხლა კი დროა გადახედოთ ზაფხულის ცხელ ტურებს და დაგეგმოთ თქვენი დასვენება 🙂 იმედია ჩემი რჩევები დაგეხმარებათ 🙂

 

 

 

Advertisements