დასვენება თურქეთში

kusadasi

 

ზაფხულია, ცხელა, ცხელა

ბუღი ასდის ქალაქს…

   მე მანამდე მოვასწარი დასვენება, სანამ ძალიან დაცხებოდა და მართლაც, ბუღი აუვიდოდა ჩვენს ქალაქს. დასვენების ადგილის შერჩევამდე მთელი რიგი კვლევები ჩავატარე, გამოვკითხე ყველა მეგობარი, რომელიც მანამდე ნამყოფი იყო თურქეთის სხვადასხვა კურორტზე და საბოლოოდ დასკვნა კუშადასის სასარგებლოდ გავაკეთე. ეს რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

  1. აქ ზღვა და მთა ერწყმის ერთმანეთს, შესაბამისად ჰაერი და კლიმატი არის შეუდარებელი, ბავშვიანი ოჯახებისთვის პირდაპირ მისწრებაა;
  2. ისევ და ისევ მთიანი რელიეფის გამო, მუდმივად ქრის მსუბუქი ბრიზი, შესაბამისად აუტანელ სიცხეშიც კი ჰაერის ტემპერატურა ძალიან არ შეგაწუხებთ; cover
  3. კუშადასის ირგვლივ რამოდენიმე ასეული მეტრის დაშორებით არ არის განლაგებული არც ერთი საწარმო და ქარხანა, ქალაქშიც არაა დიდი სატრანსპორტო მოძრაობა, შესაბამისად ჰაერი ძალიან სუფთაა, ამის დადასტურებას წარმოადგენს უამრავი ყარყატი, რომლებიც იქ ბინადრობს (ცნობილია, რომ ეს ფრინველები მხოლოდ სუფთა ჰაერზე ჩერდებიან. ალბათ, ამიტომაც კუშადასს „ჩიტების კუნძულსაც“ უწოდებენ);
  4. ქართული საზღვაო კურორტებისგან განსხვაებით, სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჰაერის ტენიანობის დაბალი დონე. სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემზე ნესტი ძალიან ცუდად მოქმედებს და შეგუება მიჭირს, ამიტომ ძალიან გამიხარდა როცა კუშადასში საერთოდ ვერ ვიგრძენი ოდნავი სინესტეც კი.
  5. ზღვა არის საოცრად სუთა და კამკამა, როგორც გიდებმა აგვიხსნეს, მსოფლიოში ეს ადგილი მესამეა თავისი სუფთა და გამჭვირვალე ზღვით. sgva
  6. ვინაიდან ქალაქი მდებარეობს თურქეთის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში საბერძნეთთან ძალიან ახლოს, შესაბამისად, საკმაოდ იგრძნობა ევროპული კულტურის გავლენა, ქალაქის არქიტექტურა თითქმის მთლიანად ბერძნულ სტილშია გადაწყვეტილი, სასტუმროებში მომსახურე პერსონალის უდიდესი ნაწილი ევროპულ ენებზე საუბრობს, რუსული ძალიან იშვიათობაა, შესაბამისად, კურორტზე რუსი ტურისტების ნაკლებობა იგრძნობა, რაც კიდევ ერთი კომფორტია 🙂 ძირითად დამსვენებლებს ევროპელები წარმოადგენენ.

გაგიზიარებთ რამოდენიმე რჩევას სასტუმროს არჩევასთან დაკავშირებით:

  1. უშუალოდ თურქეთში დასვენებისას ყოველთვის ჯობია ტურისტულით დაჯავნოთ სასტუმრო, ვიდრე დამოუკიდებლად booking.com–იდან, რადგან ასე გაცილებით იაფი დაგიჯდებათ;
  2. აუციელბლად წაიკითხეთ შერჩეულ სასტუმროზე მომხარებელთა გამოხმაურებები (ე.წ.review/feedback) ის მოგაწვდით მნიშვნელოვან ცნობებს სასტურმოს შესახებ;
  3. აარჩიეთ ისეთი სასტუმრო, სადაც იქნება უფასო WIFI, სასმელი წყალი და პირსახოცები პლაჟისთვის, შესაძლოა, ეს რჩევა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დაგჭირდებათ დიდი რაოდენობით სასმელი წყალი ( ერთი პატარა ბოთლის ღირებულება 1$), WIFI ( 1 საათი 3 ევრო), ამით საკმაო რაოდენობის თანხას დაზოგავთ. ჯობია სასტუმროში გადაიხადოთ ოდნავ მეტი და შემდეგ ისიამოვნოთ ყველანაირი კომფორტით უსასყიდლოდ 🙂
  4. არ დატოვოთ ნომერში ხურდა/წვრილი ფული უყურადღებოდ,  ვინაიდან დამლაგებლები თვლიან, რომ ეს მათი თანხაა და უკითხავად აიღებენ ( ევროპის სასტუმროებში მსგავსი რამ არ ხდება), ასევე, თუ დამლაგებელს აჩუქებთ რამოდენიმე დოლარს ზედმეტად, ის მთელი დასვენების მანძილზე თან გადაგყვებათ 🙂
  5. ნომრის დატოვებისას ყოველთვის დააკვირდით, რომ გარედან დატოვოთ შესაბამისი ნიშნული „გთხოვთ დაალაგეთ ოთახი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნომერი არ დასუფთავდება;
  6. სასტუმროს ტერიტორიაზე ძვირი ღირს ყველანაირი სუვენირი, ამიტომ ჯობია ადგილობრივ გიდებს კითხოთ ადგილები, სადაც შეძლებთ მსგავსი ნივთების შეძენას;
  7. P.S. და ყველაზე მნიშვნელოვანი: სატრანსფერო კომპანიები აუცილებლად შემოგთავაზებენ უფასო ტურს ქალაქის დასათვალიერებლად 🙂 ჩემი რჩევაა არ დათანხმდეთ და დასვენებისთვის გამოყოფილი თქვენი ძვირფასი დრო ამ სისულელეში არ დახარჯოთ. ჯერ ერთი, ქალაქის დათვალიერება შემოიფარგლება მხოლოდ ქალაქის ხედის ნახვით, არ გაჩვენებენ სელჩუკების ციხეს, რომელიც იდეაში წარმოადგენს ძირითად ღირშესანიშნაობას, შემდეგ წაგიყვანენ ქალაქთან ახლოს მდებარე რამოდენიმე უძვირეს მაღაზიაში: საიუველირო, ტყავის, ტექსტილის და ა.შ. სადაც ფასები მინუმუმ 400$ იწყება 🙂 გატარებენ ნახევარი დღე ასე უაზროდ და ბოლოს დაგტოვებენ სასტუმროში. მე ძალიან ვინანე, რომ ამ უაზრო ტურში წავედი.
  8. სამაგიეროდ აუცილებლად უნდა მოინახულოთ უძველესი ანტიკური ქალაქი ეფესი და წმინდა ადგილი მთაზე, სადაც თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა და აღესრულა ღვთისმშობელი მარიამი. კუშადასიდან 20-25 წუთის სავალზეა, ტურის ფასი დაახლოებით 70-80$. გირჩევთ თანხები არ დაინანოთ ამ ღირშესანიშნაობების სანახავად. კუშადასთან საკმაოდ ახლოსაა პამუკალეც, (დაახლოებით 2სთ), ჩვენ ვერ წავედით ბავშვის გამო, თქვენ თუ მოახერხებთ აუცილებლად მოინახულეთ, წაგებული არ დარჩებით 🙂
    • ეფესის უძველესი ბიბლიოთეკა

      ეფესის უძველესი ბიბლიოთეკა

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევრად მრგვალი ამფითეატრი (იტევს 20-25 ათასს ადამიანს) და საზღვაო პორტისგენ მიმავალი მთავარი ქუჩა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევრად მრგვალი ამფითეატრი (იტევს 20-25 ათასს ადამიანს) და საზღვაო პორტისკენ მიმავალი მთავარი ქუჩა. ამფითეატრის გვერდზევეა აღმოჩენილი გლადიატორების სასაფლაო 😦

გასასვლელი სვეტებს შორის. ლეგენდის თანახმად, აქ გავლისას ორივე ხელი უნდა შეახო სვეტებს და ჰერკულესის ძალა გადმოგეცემა :)

გასასვლელი სვეტებს შორის. ლეგენდის თანახმად, აქ გავლისას ორივე ხელი უნდა შეახო სვეტებს და ჰერკულესის ძალა გადმოგეცემა 🙂

me & nutsa :)

me & nutsa 🙂

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ტურისტულ სააგენტოზეც. ბევრი ვარჩიე, ფორუმებზე ვიქექიალე, google-დავსერჩე, მივწერე დაახლოებით 12 მდე სააგენტოს და ბოლოს არჩევანი შევაჩერე Mak Tours–ზე და არც ვინანე. სააგენტო online-ზე იყო თითქმის მთელი დღე სამუშაო საათების მიუხედავად, პასუხობდნენ ჩემს ნებისმიერ კითხვას, რამოდენიმე დღის განმავლობაში დაუწუწუნებლად ეძებდნენ ჩემთვის სხვადასხვა სასტუმროებს, მთავაზობდნენ ყველანაირ შესაძლო ვარიანტს, არ დაღლილან ჩემი მოთხოვნებისგან და ცდილობდნენ მაქსიმალურად მორგებდნენ ჩემს პირობებს, online მომიგვარეს ყველა ტექნიკური დეტალი, ისე რომ მათ ოფისში მისვლა საერთოდ არ დამჭირვებია, მხოლოდ ბოლოს ვესტუმრე უკვე გამზადებული საგზურების წამოსაღებად, დასვენების მთელი პერიოდის მანძილზე კავშირზე იყვენენ და ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შემთვევაშივე მზად იყვნენ დამხმარებოდნენ. და რაც მთავარია, ასეთი შესანიშნავი მომსახურება მივიღე საქართველოს ბაზარზე ყველაზე იაფად, რადგან ამ სააგენტოს მიერ შემოთავაზებული ფასი ყველა სხვა ტურისტულზე იაფი იყო ( ერთიდაიგივე სასტუმროს პირობებში).

ასე რომ მე სრული პასუხისმგებლობით გირჩევთ მიმართოთ Mak Tours 🙂

ეხლა კი დროა გადახედოთ ზაფხულის ცხელ ტურებს და დაგეგმოთ თქვენი დასვენება 🙂 იმედია ჩემი რჩევები დაგეხმარებათ 🙂

 

 

 

DIRSI – WHY NOT ანუ კვადრატული 900$–ად ?

Image

არ ვიცი თქვენ რამდენად ადევნებთ თვალს სამშენებლო კომპანიების მიერ გამართულ აქციებს, მაგრამ მე, ვინაიდან და რადგანაც ძალიან მინდა ბინის შეძენა, ვცდილობ არცერთი პიარ–კამპანია არ დავტოვო უყურადღებოდ 🙂

ასე მოექცა ჩემი ინტერესების სფეროში სამშენებლო კომპანია „ეი–ეს–გრუპ ინვესტმენტის“ საიუბილეო აქცია, რომელიც მათი წარმომადგენლების განცხადებით უპრეცენდენტო წინადადებას სთავაზობს ბინის შეძენის მსურველებს: კერძოდ, ყველა მომხმარებელს შეუძლია DIRSI–ის კომპლექსში შეიძინოს ბინა 1 კვ. მ დასრულებული რემონტით სულ რაღაც 900$–ად და რაც ყველაზე მნიშვნელვანია, კომპანია სთავაზობს მყიდველებს უპროცენტო შიდა 5 წლიან განვადებას.

Image

დამეთანხმებით, პირობები ძალიან მიმზიდველია, მეც არ დავიზარე, ვუყურე კომპანიის წარმომადგენლების პრეზენტაციას იმედის არხზე თუ რუსთავზე დილის გადაცემაში (ზუსტად აღარ მახოვს, თუმცა არა მგონია ამას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს), ვესაუბრე facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მათ წარმომადგენელს (მათ შორის ფასებზე, დამიდასტურეს 900$), გადავხედე ჩემს ბიუჯეტს და ბედნიერი და გახარებული მეუღლესთან ერთად გავემართე გაყიდვების ოფისში, დარწმუნებული, რომ ჩემთვის სასურველ ვარიანტს აუცილებლად მივაგნებდი.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემი თვალთახედვით ამ კომპანიის და ზოგადად აქციის „+“ და „-„, გაითვალისწინეთ ყველაფერი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება 🙂

მაშ ასე, დავიწყოთ პოზიტიურით:

1)      პირველი დადებითი მომენტი იყო ის, რომ ოფისში მისულებს მოგვეგება გაყიდვების მენეჯერი და პირდაპირ აგვიყვანა მეორე სართულზე, სადაც განლაგებული არის ბინების სტანდარტული ვარიანტების Show room–ები. კერძოდ, აქ წარმოდგენილია ერთ ოთახიანი, სტუდიო ტიპის ბინა ფართობით 50 კვ.მ., ორ ოთახიანი ბინა ფართობით 68 კვ. მ   და სამ ოთახიანი ბინა 95 კვ.მ. ყველა ბინა მოწყობილი და გარემონტებულია ისე, როგორც ბარდება მშენებლობის ვადის დასრულებისას რბილი ავეჯის გამოკლებით, შესაბამისად, თავიდანვე შეგიძლია შეიქმნა ნათელი წარმოდგენა, თუ როგორი სახლი გექნება წლის ბოლოს 🙂

2)      მეორე პოზიტივი – ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, შესაბამისად, შენ თავიდან აირიდებ ისეთ მომაბეზრებელ, დროის და ნერვების მომშლელ პროცედურას, როგორიც არის რემონტი:)

ოროთახიანი ბინის მისაღები

Image

ოროთახიანი ბინის სამზარეულო

Image

სამოთახიანი ბინის მისაღები

Image

სტუდიოს ტიპის ბინა

Image

3)      მესამე სიკეთე – ბინაში საჩუქრად რემონტთან ერთად დაგხვდება ცენტრალური გათბობა, თბოიზოლაცია, მოწყობილი სამზარეულო ჩაშენებული იტალიური ტექნიკით და სააბაზანო სრული სანტექნიკით;

4)      მეოთხე დადებითი მომენტი – ამ ეტაპზე შეგიძლია შეიძინო ნებისმიერ კორუპსში ნებისმიერ სართულზე ნებისმიერი შენთვის სასურველი ფართი ანუ არჩევანში შეზღუდული არ ხარ, თან სართულების მიხედვით არ გაგიძვირდება ბინა;

5)      მეხუთე „+“ – პროექტი სრულდება ძალიან მალე, გეგმის მიხედვით წლის ბოლოსთვის, ასე რომ ოცნების ბინამდე სულ რაღაც თვეები გაშორებს;

6)      მეექვსე ყველაზე ყველაზე დიდი უპირატესობა რაც ამ პროექტს გააჩნია – გადახდის მოქნილი გრაფიკი და შიდა უპროცენტო განვადება. მინიმალური 10%–იანი შენატანის შემდეგ თვითონ ირჩევ და 5 წელზე ანაწილებ გადახდების გრაფიკს, შეგიძლია თანხა დაფარო ყოველთვიურად, კვარტალურად ან წელიწადში ორჯერ, ასევე შეგიძლია ყოველთვე შეიტანო გარკვეული რაოდენობის თანხა, ხოლო 5 წლის ბოლოსთვის ერთიანად დაფარო დარჩენილი დავალიანება. მოკლედ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი 🙂

7)      მოწყობილი ინფრასტუქტურა, ღია პარკინგი (მიწისქვეშა ავტოსადგომები ცალკე გაიყიდება დამატებით ფასად, რომელიც ჯერ დადგენილი არაა), სავაჭრო ცენტრი, პარკი, საბავშო ბაღი, სკოლა და მტკვრის სანაპიროზე ბულვარის ზოლი, ასევე გამწვანება, სამედიცინო პუნქტი (შეიძლება რამე გამომრჩეს ამ ჩამონათვალში) დამეთანხმებით, თბილისის ბევრი უბანი ასეთი ინფრასტრუქტურით ვერ დაიკვეხნის. (აღნიშნული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაც მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს და სრულად დამთავრდება 2016წ. აგვისტოში)

8)      და ბოლო, ყველაზე მიმზიდველი რამ მთელ ამ პროექტში – ესაა ფასი, ყველა ეს სიკეთე სულ რაღაც 900$–ად 🙂

Image

ეხლა კი გადავიდეთ ნეგატივებზე:

1)      პირველი დიდი იმედგაცრუება – გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა ისევდაისევ ფასი. როგორც კომპანიის გაყიდვების სამსახური არეკლამებდა ეს უნდა ყოფილიყო კვადრატული 900$, თუმცა ადგილზე მისულებს და Show room–ებით მოხიბლულებს გაყიდვების მენეჯერმა გამოგვიცხადა, რომ თურმე აღნიშნულ ფასად შეგვეძლო გვესარგებლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთლიან საფასურს გადავიხდიდით ერთჯერადად ან მაქსიმუმ დავფარავდით დავალიანებას პროექტის დასრულებამდე (თუ ერთი წლის მანძილზე), სხვა დანარჩენ შემთხვევაში ფასები ინდივიდუალურად, პროგრამის გათვალისწინებით დგებოდა და ასე ჩვენს მიერ მოწონებულ კორპუსში პარკთან ახლოს ოროთახიანი ბინის კვადრატულის ფასი გამოვიდა დაახლოებით 1044 დოლარი, ხოლო სამოთახიანის –დაახლოებით 1071 დოლარი. (ჩემი ბინა თვალსადახელს შუა გამიძვირეს დაახლოებით 20 000$–ით 😦 ) მტკვრის სანაპიროზე პირველივე რიგში კიდევ უფრო ძვირი ღირს ფართები. გაოცება და იმედგაცრუება ვერ დავმალე და პირდაპირ ვკითხე კომაპნიის წარმომადგენელს, თუ რატომ ავრცელებნ ცრუ ინფორმაციას რეკლამაში და რატომ არ დებენ აქციის რეალურ პირობებს? მიპასუხეს, რომ თურმე ფასი იწყება 900$–იდან და არა 900$–ად. პირველი შთაბეჭდილებით იმდენად უკმაყოფილო ვიყავი, რომ საერთოდ აღარ მინდოდა საუბრის გაგრძელება, თუმცა რადგან ადგილზე ვიყავი მისული, მაინც ბოლომდე გავარკვიე ყველაფერი. მოგვიანებით, როცა სახლში დავბრუნდი, გზად დავაკვირდი ყველა ბილბორდს, სადაც დიდი ასოებით კვლავ ეს 900$ მეჩრებოდა თვალში, ასევე არ დავიზარე და გადახვევით ვუყურე დილის გადაცემას იმედის რადიოში, სადაც კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსი რამოდენიმეჯერ იმეორებს რომ ნამდივლად 900 ად არის კვადრატული და წამყვანის შეკითხვაზე, ერთბაშად ბინის მთლიანი ღირებულების გადახდის შემთხვევაში მყიდველი თუ მიიღებს რაიმე დამატებით შეღავათს, პასუხი იყო, რომ ბინა ისედაც 5 წლიანი განავდებით იყიდება კვადრატული 900 ად და მეტ შეღავათებს ვეღარ გააკეთებს კომაპნია.

2)      მეორე დიდი იმედგაცრუება – აღმოჩნდა, რომ რემონტი არის მთლიანად კომპანიის დიზაინერების საქმე და წინდაწინ შენ არაფერს გითანხმებენ, არც რაიმე ვარიანტს გთავაზობენ ასარჩევად. ანუ დიზაინერი გადაწყვეტს, როგორი სტილით გაგიკეთოს სამზარეულო და შენ ამის შესახებ შეიტყობ მაშინ, როცა გასაღებს გადაატრიალებ და შეხვალ ახალ ბინაში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, თუ 105 000$ გადავიხდი ბინაში, ნამდვილად არ მომინდება იქ დამხვდეს მთელი რიგი სიურპრიზები :). კომპანიის წარმომადგენელს ზუსტად ასე ვკითხე: „გამოდის რომ მე არ მეცოდინება რა დამხვდება ან როგორი იქნება ჩემი ბინა შესახლებამდე?“ და მან მიპასუხა „დიახ“. არ მომეწონა ისიც, რომ სტანდარტულად განაწილებულ დიზაინებში (ანუ ოროთახიანში ერთი სტილის სამზარეულო, სამიანში ერთი და ა.შ) თუ მე მომწონს ოროთახიანის სამზარეულო და ფართი მაძლევს საშუალებას, რატომ არ შეიძლება გამიკეთონ იგივე სამოთახიანში? კომპანიისგან რა მიდის?

3)      მესამე იმედგაცრუება – Facebook-ზე აღნიშნული აქციის პირობებში მითითებული იყო რომ საჩუქრად კომპანია სხვა ტექნიკასთან ერთად გაძლევდა სარეცხ მანქანასაც, ეს უკანასკელი Show room–შიც იყო წარმოდგენილი, თუმცა როგორც დეტალების გარკვევის შემდეგ აღმოვაჩინე, ეს პირობა კომპანიას შეუცვლია და სარეცხი მანქანა საჩუქრების სიიდან ამოუღიათ, თუმცა რატომღაც ყველას გადაავიწყდა მისი ამოღება სარეკლამო პოსტებიდან 🙂

4)      მეოთხე, ნუ მთლად იმედგაცრუებას ვერ დავარქმევ მაგრამ მაინც – მოწყობილი ინფრასტრუქტურის გადასახადი კვადრატულზე 0,4-0,5 თეთრი ყოფილა, რაშიც შედის კონსიერჟი სადარბაზოში, უსაფრთხოების სათვალთვალო ვიდეოკამერები და სხვა დამატებითი სერვისები, ეს თავისთავად ცუდი ფაქტი არაა, მაგრამ ცუდია ის, რომ მე რომ არ დავინტერესებულიყავი მექნებოდა თუ არა რამე დამატებითი გადასახადები კორპუსში ცხოვრებისას, კომპანიის წარმომადგენელს თავში აზრად არ მოსვლია გავეფრთხილებინე ამის შესახებ. ეს თანხა შეიძლება დიდი არაა, ბინის ფართიდან გამომდიანრე 30-50 ლარია, მაგრამ დამეთანხმებით, ზოგჯერ ყოველ თეთრს მნიშვნელობა აქვს.

5)      მეხუთე ნეგატივი – გარანტია რემონტზე და ტექნიკაზე 2 წელი. ნუ ტექნიკა გასაგებია, მაგრამ რემონტი? 😦

აი სულ ესაა, რაც ამ ეტაზპზე მახსენდება, მე გადავიფიქრე ბინის შეძენა, შენ წინ გაქვს არჩევანი (არადა 900$–ში რომ ყოფილიყო მართლა არც ვიფიქრებდი). შეიძლება რეალურად, ბაზარზე არსებულ ფასებთან და პირობებთან შედარებით, DIRSI მართლაც ძალიან მისაღებ პირობებს გვთავაზობს, მაგრამ ჩემში ეჭვს იწვევს ტყუილით დაწყებული ურთიერთობები.

ცოტა დიდი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა ყველაფერი დეტალურად დამეწერა და არაფერი გამომრჩენოდა, იმედია ეს სტატია დაგეხმარება 🙂

 

 

Hey! did u smile today ???

Image

ღიმილი, ესაა სახის გამომეტყველება, რომელიც პირის ორივე მხარეს წარმოიქმნება კუნთების მოხვრით და გამოხატავს ბედნიერებას ან სიამოვნებას

 

მინდა გაჩუქო ღიმილი … გაზაფხულივით სურნელოვანი, სიოსავით ნაზი და თაფლივით ტკბილი. დიახ, მინდა გაჩუქო ღიმილი და არაფერი სხვა, იმიტომ, რომ ეს ის საუნჯეა, რაც გამაჩნია, ეს ჩემი სულის ნაწილია, ჩემი პოზიტივის განმსაზღვრელი და ემოციის გამოხატულებაა.

მე მათბობს შენი ღიმილი და მჯერა, რომ ჩემიც გაგათბობს, მჯერა, რომ პოზიტიურ ენერგიას დიდი ძალა აქვს და რაც უფრო მეტს გასცემ, მით მეტი გიგროვდება, ის ბუმერანგივითაა და ყოველთვის უკან მოდის შენთან, თანაც მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება.

გაიღმიეთ ადამიანებო 🙂

ეს ადვილია,

ეს შესაძლებელია,

ეს დაგეხმარებათ 🙂

გაუზიარეთ თქვენი სითბო სხვებს – იქნებ მათ ეს როგორ სჭირდებათ…

მე მჯერა, რომ ღიმილს სასწაულმოქმედი ძალა აქვს და ბევრი რამის შეცვლა შეუძლია

Image

მჯერა, რომ ღიმილი წარმატების საწინდარია

Image

მჯერა, რომ ღიმილი რაღაც ახლის დასაწყისიაImage

მჯერა, რომ ღიმილი საუკეთესო მოგონებების უძირო სკივრია

Image

მჯერა, რომ ღიმილი ამშვენიერებს ადამიანს

Image

მჯერა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, შეიძლება იპოვო მიზეზი და გამონახო ძალა გაღიმებისთვის

Image

მჯერა, რომ ღიმილი გადამდებია

Image

ყოველთვის გაიღიმე!  მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს. (მარკესი)

Image

გაიყოლეთ ღიმილი ადამიანებო

Image

ის უფასოა 🙂

Under stairs storage solutions

არცერთი აუთვისებელი კვადრატული მეტრი ჩვენს სახლში!!! ყველას, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს, აუცილებლად დააინტერესებს ნიუ–იორკელი და ლონდონელი დიზაინერების მიერ შემუშავებული, ძალიან საინტერესოდ, ორიგინალურად და რაც მთავარია, პრაქტიკული თვალსაზრისით გადაწყვეტილი დაგეგმარება –თავისუფალი სივრცეების გამოყენება – არც მეტი, არც ნაკლები კიბის უჯრედების ქვეშ.

გადაავლეთ თვალი ამ ფოტოებს, იქნებ რომელიმე იდეა თქვენც მოგეწონოთ 🙂
დავიწყოთ სათავსოებით 🙂

Image

Image

 

Image

სათავსო ტანისამოსისთვის

Image

სათავსო სამზარეულოსთვის

Image

სათავსო სხვადასხვა დანიშნულების ნივთებისთვის

Image

სათავსო შესასვლელისთვის

Image

ჩემი ფავორიტი 🙂

Image

არ გაქვს სახლში კაბინეტის ადგილი? გამოიყენე კიბის უჯრედი 🙂

Image

ბავშვებიც შესანიშნავად ითამაშებენ ასეთ მოწყობილ ოთახში:

ImageImageImage

შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა ბარი

Image

მისაღები

Image

ან სულაც საცავი სასმელებისთვის 🙂

Image

მმმ, შინაური ცხოველებისთვისაც მშვენივრად გამოიყენებთ

Image

და რაც მთავარია, ყველაზე, ყველაზე უფრო კრეატიული და ჩემთვის ცოტათი წარმოუდგენელი დანიშნულება – საპირფარეშო ან სულაც, სააბაზანო კიბის ქვეშ

Image

თანაც ბიბლიოთეკით 🙂

Image

ასე რომ, მთავარია ცოტა მონდომება, მეტი ფანტაზია და თქვენი სახლი ყველასგან გამორჩეული სტილით და შესაშური გემოვნებით იქნება მოწყობილი 🙂

ცხოვრების გაკვეთილები გაბოსგან

სიკვდილი არ ყოფილა წინასწარ გამოცხადებული, თუმცა ქრონიკები უკვე იწერებოდა…

წამზომი ჩაირთო 1927წ. 6 მარტს არაკატაკაში და გაჩერდა 2014 წ. 17 აპრილს, მეხიკოში, მარტოობის 87-ე წელს.

Image

ქოხი არაკატაკაში, სადაც დაიბადა მწერალი

 

   ალბათ იმ დღეს  მაკონდოში წვიმდა, მარტოობის სევდით მოცული ყველა ბუენდია, ძალიან ბევრი აურელიანო და კიდევ უფრო მეტი ხოსე არკადიო კი უფრო დადარდიანებულიყვნენ. შეიძლება ნაღვლიანი მეძავები ტიროდნენ კიდეც, ალბათ ფლორენტინომ და ფერმინამაც შეწყვიტეს თავიანთი მოგზაურობა ნავით, სანტიაგო ნასარის ბოლო ამოსუნთვა კი უფრო ტრაგიკული გახდა…

   გული მევსება დარდით, მისტიური რეალიზმით გაჯერებული ნაწარმოებები, რომლებიც ასე ბევრს გვასწავლიდა ნამდვილი, ღირებული, სიკეთით აღსავსე ცხოვრების შესახებ, აღარ დაიწერება, ვეღარ მოვისმენთ მემეების, პლასედების, პაბლოების თუ სხვათა და სხვათა იუმორით შეზავებულ, ტკბილ–მწარე ამბებს, ისტორიებს, რომლებიც გულებამდე ჩადის, ტრიალებს, ტრიალებს ძალინ დიდხანს და ილექება სამუდამოდ, გვხვდის უფრო კეთილებს, მიმტევებლებს, ხალისიანებს და ბედნიერებს.

     ცხოვრების საოცარი გაკვეთილები დაგვიტოვა დიდმა მწერალმა, ადამინური გრძნობებით სავსე და გაჯერებული. 2000 წელს გამოქვეყნებულმა მისმა „ბოლო სიტყვამ“ საოცარი სისწრაფით მოიარა მთელი მსოფლიო და ალბათ აღასრულა კიდეც მარკესის სურვილი – დააფიქრა ადამიანები ნამდვილ ცხოვრებაზე, იმ ღირებულებებზე, რომლებიც უნდა ამოძრავებდნენ ადამიანებს, იმ გრძნობაზე, რომლითაც უნდა იმართებოდეს სამყარო, იმ პრიოროტეტებზე, რომლებითაც უნდა წარიმართებოდეს ჩვენი ცხოვრება და იმ შეუფასებელ საჩუქარზე – რაც ღმერთმა გვიბოძა თითოეულ ჩვენთაგანს – ჩვენი დრო და სივრცე, განსავლელი ამ სამყაროში.

   „ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე,ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდასა თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.“

   დაძლიეთ სიძულვილი, აივსეთ გულები სიყვარულით, ისწავლეთ მარტივი საგნებით ტკბობდა და დააფასეთ საგნები არა მათი ღირებულების, არამედ მნიშვნელობის მიხედვით, გიყვარდეთ ერთმანეთი და გამოუტყდით ყველას თქვენი გრძნობების შესახებ, რამეთუ წლების მერე „შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო“ – აქციეთ ეს მოწოდებები თქვენი ცხოვრების კრედოდ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ, სანამ ღმერთს უბოძებია ერთი ნაკუწი სიცოცხლე თქვენთვის.

Image

ეს კი ის ფრაზებია, რომლებსაც ყველაზე მეტად ვიზიარებ:

„ყოველთვის თქვი, ის რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ“  

„ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.“

„ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა,“

და ბოლოს, ყველაზე ოპტიმისტური და შემართებით აღსავსე მოწოდება – „დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ეს მომენტია!“

და მართლაც, დავიწყოთ ყველამ ჩვენი ოცნებების ახდენა დღეს, მერე რა თუ გარეთ წვიმს ან ცუდი ამინდია, მერე რა, თუ ცუდ ხასიათზე ვართ და განწყობა არაა შესაფერისი, მერე რა, თუ გული გვატკინეს და იმედები გაგვიცრუეს, ან თუ ბრძოლისას დავეცით და წამოდგომის თავი აღარ გვაქვს, გვახსოვდეს ყველას, რომ ხვალინდელი დღე არავის გვაქვს გარანტირებული, დავტკბეთ აწმყოთი და როგორც მელკერი იტყოდა, „გვქონდეს დღე, რომელიც მთელს ცხოვრებას უდრის“

Image

P.S. მე კი, ჩემ წილად, დიდ მადლობას ვუხდი გაბოს თითოეული მისი სიტყვის, გმირის თუ ნაწარმოების გამო.

Street Looks from Paris Fashion Week 2014-2015

პარიზი…მოდა…გაზაფხული…
ჩანთები, ქლათჩები, საფულეები…
მე პირდად ძალიან მომეწონა 🙂 მასალა, ფერები, ფორმები, ორნამენტები,თვლები, ბისერები, უზორები – თვალისმომჭრელად მრავალფეროვანი და ლამაზი…
დანაჩენი თავად შეაფასეთ 🙂
ესეც პარიზული ქუჩის მოდა 🙂

Image

Image

Image

ImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImage

ფოტოგრაფი: Saskia Lawaks